- საქართველოს ნაკრების მზადება. V დღე
- კვარაცხელია, მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლობჟანიძე და დავითაშვილი ჩამოვიდნენ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.
საწვრთნელ პროცესს დღეიდან გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ, გიორგი მიქაუტაძე კი ეროვნულ გუნდს 11 ივნისს შეუერთდება და ნაკრები უკვე სრული შემადგენლობით იქნება.

📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
მომავალი მატჩების შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანა გურამ კაშიამ გააკეთა:
"საკმაოდ დიდი დრო გვაქვს ამ ორი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოსამზადებლად. ფეხბურთელები, რომლებმაც ადრე დავასრულებთ საკლუბო სეზონი, შედარებით ადრე დავიწყეთ სანაკრებო მატჩებისთვის მზადება. დაახლოებით ერთი კვირა დაგვრჩა, კარგი პირობები გვაქვს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. საკმაოდ რთული ჯგუფი გვაქვს. პირველ მატჩში ერთი ქულა ავიღეთ და ვგეგმავთ, რომ ჩვენი მონაგარი გავზარდოთ. რთული გასვლითი მატჩები გველის, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეკრების დასრულების შემდეგ, კმაყოფილები ვიქნებით".
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის A ჯგუფის მატჩების ეგიდით, 17 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად თემურ ქეცბაიას კვიპროსს ეთამაშება, ხოლო 20-ში ედინბურგში - შოტლანდიას.
საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), საბა კვერკველია (ნეფთჩი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), ლაშა დვალი (აპოელ-ი), ჯიმი ტაბიძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი) ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), საბა ლობჟანიძე (კარაგუმრუკი), გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვანი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), გიორგი ქვილითაია (აპოელ).
კომენტარები