- ფრან გარსია რეალის აღზრდილია და კლუბში 3-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა
- 23 წლის ფეხბურთელს რაიო ვალეკანოში კარგი სეზონები ჰქონდა
მადრიდის რეალმა რაიო ვალეკანოსთან ფრან გარსიას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. ესპანელი მცველი "სამეფო კლუბში" მომდევნო 4 სეზონის განმავლობაში ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ გარსია რეალში დაბრუნდა. ის 2013 წლიდან ირიცხებოდა მადრიდელთა აკადემიაში, სადაც 2020 წლამდე ითამაშა. ორი სეზონი კასტილიაში გაატარა, ხოლო მთავარ გუნდში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა.
თუმცა, 2020 წელს რაიოში გადაბარგდა, სადაც 122 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა. 23 წლის მარცხენა მცველს რეალში 12 ივნისს წარადგენენ.
კომენტარები