- ანდერსონ კორეიამ კვიპროსული პასპორტი მიიღო და უკვე შეკრებაზე იმყოფება
- თემურ ქეცბაია: ერთი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია, მეორე - პრემიერლიგის
კვიპროსის საფეხბურთო ნაკრებმა, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, ბრაზილიელი ფეხბურთელი ანდერსონ კორეია დაიმატა და მისი დებიუტი, შესაძლოა, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოსთან მატჩში შედგეს.
32 წლის ბრაზილიელმა მცველმა კვიპროსული პასპორტი უკვე მიიღო და ეროვნული ნაკრების ვარჯიშზეც გამოჩნდა, ახლა კი, უკვე ქეცბაიაზეა დამოკიდებული, ის ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ ითამაშებს თუ - არა.
ცნობისთვის, კორეია სან პაულოშია დაბადებული და ბრაზილიურ კლუბებში გამოსვლის შემდეგ, 3 სეზონი პორტუგალიურ ბოავიშტაში გაატარა, 2017 წელს კი კვიპროსში გადაბარგდა და ჯერ - ნეა სალამინას, 2020 წლის შემდეგ ანორთოსისის ღირსებას იცავს.

ანდერსონს კვიპროსულ ლიგაში ორასამდე თამაში აქვს ჩატარებული და წესით, ადგილობრივ ფეხბურთელებთან ადაპტაციის პრობლემა არ ექნება.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის A საკვალიფიკაციო ჯგუფში კვიპროსს ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი აქვს გამართული (მარცხი შოტლანდიაში - 0:3). ქეცბაიას ნაკრებს საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირება 17 ივნისს ლარნაკაში ელის, ხოლო 20-ში ნორვეგიასთან სათამაშოდ ოსლოს ესტუმრება.
ზემოთჩამოთვლილ ნაკრებებთან ერთად, ჯგუფში ესპანეთის ეროვნული გუნდი თამაშობს. 5-გუნდიანი ჯგუფიდან ორი საუკეთესო ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
კომენტარები