- ალვარო მორატა ატლეტიკოში 2026 წლამდე დარჩება
- ესპანელ ფორვარდს იუვენტუსს და რომას უკავშირებდნენ
ალვარო მორატა არც იუვენტუსში დაბრუნდება და ზოგადად, არც იტალიაში. უფრო მეტიც, ესპანელმა ფორვარდმა მადრიდის ატლეტიკოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
"მარკას" ცნობით, ალვარომ "როხიბლანკოსთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ძალაში 2026 წლამდე იქნება. მისი ძველი კონტრაქტი გაისად იწურებოდა. იტალიური მედია წერდა, რომ მორატას იუვენტუსში დაბრუნება სურდა, სადაც 2014-2016 და 2020-2022 წლებში თამაშობდა.
გარდა ამისა, იყო საუბარი რომაში ტრანსფერზეც, რომელსაც ტამი აბრაჰამის შემცვლელი სჭირდება. ინგლისელმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც სავარაუდოდ, მომდევნო სეზონს მთლიანად გამოტოვებს. "ჯალოროსის" ხელმძღვანელობა მის შემცვლელად სწორედ მორატას განიხილავდა, მაგრამ როგორც ჩანს, მან ესპანეთში დარჩენა ამჯობინა.
გასულ სეზონში ალვარო მორატამ ატლეტიკოს მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 15 გოლი გაიტანა.
კომენტარები