Thumbnail

სუპერშეთავაზება საუდის არაბეთიდან - ალეგრისთან შეხვედრა ჩანიშნულია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ალ ჰილალს მასიმილიანო ალეგრის მწვრთნელად დანიშვნა სურს
  • იუვენტუსი ალეგრის და მისი დამხმარეების გაშვებით დიდ თანხას დაზოგავს

საუდის არაბეთის ლიგაში დიდი ფეხბურთელები გადადიან და ახლა კარგი მწვრთნელების დროც მოვიდა. ტურინის იუვენტუსის მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის ალ ჰილალი ეპატიჟება. შეხვედრა მონტე კარლოში შედგება და ალეგრისთან კონტრაქტის დეტალებს დააზუსტებენ.

ჯერჯერობით ზუსტი თანხა და კონტრაქტის დეტალები არ გაჟღერებულა, თუმცა იტალიური მედია წერს, რომ მასიმილიანო ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

ტურინის იუვენტუსი ალეგრისა და მისი სამწვრთნელო შტაბის გაშვებით 40 მილიონ ევრომდე დაზოგავს. თუ ალეგრი ალ ჰილალის შეთავაზებას დათანხმდება, იუვენტუსში მასიმილიანოს შემცვლელად იგორ ტუდორისა და ანტონიო კონტეს ვარიანტებს განიხილავენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები