Thumbnail

'ბარსამ არასაკმარისი გააკეთა' - კუნ აგუერო ლეო მესის MLS-ში წასვლაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

არგენტინის ნაკრებისა და ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ ლიონელ მესის MLS-ის ინტერ მაიამიში გადასვლაზე ისაუბრა. აგუეროს თქმით, კატალონიურმა კლუბმა სათნაადო ძალისხმევას არ მიმართა იმისათვის, რათა 35 წლის სუპერვარსკვლავი დაებრუნებინა. 

ლიონელ მესი ბარსელონაში 2003-2021 წლებში გამოდიოდა, რის შემდეგაც პარი სენ-ჟერმენში გადაბარგდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა პარიზში ორი სეზონი გაატარა და ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ კლუბი დატოვა. იყო მოლოდინი, რომ ლეო კატალონიურ კლუბში დაბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა - მესი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს.

"ბარსელონამ საკმარისი არ გააკეთა ლეოს დასაბრუნებლად. დიახ, რაღაცები იყო ლა ლიგასა და ეკონომიკურ სიტუაცასთან დაკავშირებული, მაგრამ ლეომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბოლო წამებამდე არ დაიწყო ლოდინი, როგორც ეს 2021-ში გააკეთა", - ამბობს აგუერო. 

ბარსელონას პრეზიდენტმა ფანებს დაპირება ვერ შეუსრულა

მანამდე სერხიომ ლეოსთან მიმოწერაც გაასაჯაროვა: 

"ვესაუბრებოდი მესის, როდესაც აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის სქრინშოტი ჩავუგდე და ვუთხარი: "თქვენი გუნდი ქვემოთაა! მერვე-მეცხრე ადგილამდე უნდა ახვიდეთ!" მესიმ გაიცინა და მითხრა: "ჩვენ პლეი ოფში უნდა გავიდეთ!".

ამ დროისთვის ინტერ მაიმის, რომლის მფლობელი დევიდ ბექჰემია, MLS-ში ჩატარებული 16 მატჩის შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-15 ადგილი უკავია. მომდევნო შეხვედრას ინტერ მაიამი 11 ივნისს, ნიუ ინგლენდ უნიონთან ჩაატარებს. მსოფლიოს 2022 წლის არგენტინელი ჩემპიონის MLS-ში დებიუტის სავარაუდო თარიღი 20 აგვისტოა, როდესაც ინტერ მაიამი შარლოტს ეთამაშება. 

კომენტარები

ბოლო ამბები