Thumbnail

'ლიგა ენდესას ღიმილი' - თად მაკფადენი მურსიას ღირსებას ისევ დაიცავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების 36 წლის გამთამაშებელი მურსიაში მესამე სეზონს გაატარებს
  • ახალი კონტრაქტი ერთწლიანია, ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით  

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი თად მაკფადენი კარიერას ესპანურ მურსიაში გააგრძელებს. ACB-ლიგის კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 36 წლის უკანახაზელთან კონტრაქტი ერთი წლით გახანაგრძლივდა, მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობებით. 

თადი და რატი ნაკრებშიც ერთად თამაშობენ და კლუბშიც

"ლიგა ენდესას ღიმილი მურსიაში რჩება. თად მაკფადენმა ორ წელიწადზე მოკლე დროში მოახერხა, გამხდარიყო კლუბის ფუნდამენტური ფიგურა და მისი გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშე. ჩრდილოეთმერიკელი მურსიასთან აფორმებს კონტრაქტს ერთი სეზონით, შემდგომში მისი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით. მომდევნო სეზონი კი მისთვის ზედიზედ მესამე იქნება. თად მაკფადენი, რომელიც ცხელი ბურთების სპეციალისტია, მურსიას მაისურით პერიმეტრიდან მომავალ სეზონშიც დაემუქრება მეტოქეებს", - წერს კლუბის საიტი.
 
თად მაკფადენი მურსიას ღირსებას 2021 წლის ზაფხულიდან იცავს. გასულ სეზონში კალათბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატის 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი 21.27 წუთი, 13.2 ქულა, 1.6 მოხსნა და 2.2 პასი იყო.

შეგახსნებთ, რომ თად მაკფადენთან ერთად სეზონი მურსიაში ჩაამთავრა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა, რომელიც მომავალ სეზონშიც ამავე გუნდშიც ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები