Thumbnail

რეალის მეორე ახალწვეული - მილანის ნახევარმცველი მადრიდში დაბრუნდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრაიმ დიასი მომავალ სეზონში ანჩელოტის გუნდს დაეხმარება
  • 23 წლის ნახევარმცველმა იჯარით სამი სეზონი მილანში გაატარა

მადრიდის რეალი ახალი სეზონისთვის შემადგენლობას აძლიერებს. "სამეფო კლუბმა" ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა ბრაიმ დიასის დაბრუნების შესახებ, რომელმაც ბოლო სამი სეზონი იჯარით იტალიურ მილანში გაატარა. 

ამასთან ერთად, 23 წლის ნახევარმცველმა კლუბთან ხელშეკრულება ორი წლითაც გაახანაგრძლივა - 2027 წლის ივნისადმე. ესპანელი ფეხბურთელის პრეზენტაცია 13 ივნისს არის დანიშნული.

ბრაიმი რეალში შანსს კიდევ ერთხელ მიიღებს

ბრაიმ დიასი მადრიდის რეალში მანჩესტერ სიტიდან 2019 წელს გადაბარგდა, კლუბში გატარებული ორი სეზონის, ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ კი, იჯარით მილანში წავიდა, რომელთან ერთადაც 2021/22 წლების სერია A მოიგო. აღსანიშნავია, რომ იტალიურ კლუბს ნახევარმცველის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება არ ჰქონდა.
 
გასულ სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა მილანის ღირსება ყველა ტურნირის 45 შეხვედრაში დაიცვა, გაიტანა 7 გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე გადაცემა. 

კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა რეალმა ლა ლიგა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაასრულა და 10 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ ბარსელონას. დიასი "სამეფო კლუბის" მეორე ახალწვეულია 23 წლის მცველის, ფრან გარსიას შემდეგ, რომელიც კლუბს რაიო ვალეკანოდან დაუბრუნდა

კომენტარები

ბოლო ამბები