Thumbnail

შეიხ მანსური 13 წლის შემდეგ საკუთარი კლუბის თამაშს პირველად დაესწრება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

The Athletic-ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტის მფლობელი შეიხ მანსური საკუთარი კლუბის თამაშს 13 წლის შემდეგ პირველად დაესწრება. წყაროს ცნობით, არაბი შეიხი სტამბოლში გაემგზავრა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად, რომელშიც მისი სიტი მილანის ინტერს დაუპირისპირდება.

უკვე 13 წელია, რაც შეიხ მანსური მანჩესტერ სიტის არცერთ ოფიციალურ მატჩს არ დასწრებია, ბოლოს ის 2010 წელს მანჩესტერ სიტისა და ლივერპულის თამაშს დაესწრო, რომელიც სიტის გამარჯვებით დასრულდა. 

მანსურ იბნ ზაიდ ალ ნაჰაიანი არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო იჯახის წევრია. მანსურმა მანჩესტერ სიტი 2008 წელს შეიძინა. ის ასევე კომპანია ADUG-ის მფლობელია. გარდა სიტისა ის მელბურნ სიტის და ნიუ იორკ სიტის აქციების დიდ ნაწილს ფლობს. მისი საკუთრებაა ასევე საფეხბურთო კლუბ ალ ჯაზირა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ხოლო მისი კომპანია ფლობს იტალიურ საფეხბურთო კლუბ პალერმოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები