- საქართველოს ნაკრების მზადება. VI დღე
- ვილი სანიოლის გუნდი 11 ივნისიდან სრული შემადგენლობით ივარჯიშებს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.
ვილი სანიოლის საწვრთნელ პროცესში მეორე დღეა 24 ფეხბურთელი მონაწილეობს. 10 ივნისს, ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა. ფრანგული მეცის თავდამსხმელი საწვრთნელ პროცესში 11 ივნისიდან ჩაერთვება და გუნდი უკვე სრული, 25-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშებს.

📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის A ჯგუფის მატჩების ეგიდით, 17 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად თემურ ქეცბაიას კვიპროსს ეთამაშება, ხოლო 20-ში ედინბურგში - შოტლანდიას.
საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), საბა კვერკველია (ნეფთჩი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), ლაშა დვალი (აპოელ-ი), ჯიმი ტაბიძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი) ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), საბა ლობჟანიძე (კარაგუმრუკი), გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვანი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), გიორგი ქვილითაია (აპოელ).
კომენტარები