- მანჩესტერ სიტი 1:0 ინტერი
- მანჩესტერ სიტიმ ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა
- 'ეს მომენტი აღარასდროს გამეორდება' - როდრი მოგებული ფინალის შემდეგ
- 'გული გვწყდება, მაგრამ უნდა ვიამაყოთ' - სიმონე ინძაგი სიტისთნ მარცხზე
- ხოსეპ გვარდიოლა: ამ ფინალის სცენარი ვარსკვლავებში დაიწერა
მანჩესტერ სიტიმ ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა! ეს ინგლისურმა გრანდმა მეორე ცდაზე მოახერხა. პეპ გვარდიოლას გუნდმა სტამბოლში მილანის ინტერი დაამარცხა. მანჩესტერელებს ორი გმირი ჰყავდათ, გოლის ავტორი ესპანელი როდრი და ბრაზილიელი მეკარე ედერსონი.
პეპ გვარდიოლას სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელი იყო, კაილ უოკერის არმოხვედრა, ფოდენი და მაჰრეზი, რომ სკამიდან დაიწყებდნენ, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. სიმონე ინძაგის გუნდში სასტარტოში ბროზოვიჩი ვიხილეთ, მხითარიანი კი სკამზე.

სიტიმ თავიდანვე ის უპირატესობა ვერ მოიპოვა, რაც პირველ ნახევარფინალურ მატჩში რეალთან ჰქონდა. აღსანიშნავია, ერლინგ ჰაალანდის მომენტი 27-ე წუთზე, მაგრამ ონანამ ინტერი გოლისგან იხსნა. მალევე ტრავმა მიიღო კევინ დე ბრუინმა, მან თამაში გააგრძელა, მაგრამ რამდენიმე წუთში ის მაინც შესაცვლელი გახდა, მის ნაცვლად ფილ ფოდენი გამოჩნდა.

ანგარიში 68-ე წუთზე გაიხსნა, როცა ბერნარდო სილვამ უკან დაუგორა როდრის და ესპანელმა ნახევარმცველმაც ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში მეორე გოლი გაიტანა. 71-ე წუთზე ინტერს გათანაბრება შეეძლო, დიმარკოს თავური ხარიხამ მოიგერია, გამეორებითი თავური კი... ლუკაკუმ.
78-ე წუთზე შეცვლაზე შესულ ფოდენს შეეძლო გატანა შესანიშნავი სოლო რეიდის შემდეგ, მაგრამ ონანამ შეძლო დარტყმის მოგერიება. 88-ე წუთზე სიტი საოცრად გადაურჩა გოლს, ლუკაკუს თავური მეკარემ ფეხით მოიგერია. უკანასკნელ წამზე გატანა ბროზოვიჩს შეეძლო, თუმცა ედერსონმა ისევ იხსნა სიტი - 1:0.

საინტერესო ფაქტები
🟠 ხოსეპ გვარდიოლამ მწვრთნელის რანგში მე-4 ფინალი (2009, 2011, 2021, 2023) ჩაატარა. მასზე მეტი ფინალი მხოლოდ კარლო ანჩელოტის ანგარიშზეა - 5.
🟠 ეს იყო პირველი ოფიციალური მატჩი სიტისა და ინტერს შორის. პირველი ოფიციალური მატჩი გუნდებს შორის ჩემპიონთა ლიგაში ბოლოს 2005 წელს ვნახეთ - როცა ლივერპული მილანს ეთამაშა ამავე სტადიონზე.
🟠 როდრიმ სეზონში 52-ედ დაიწყო თამაში სასტარტო შემადგენლობაში. პეპის ხელმძღვანელობით, ერთ სეზონში მეტი სტარტი მხოლოდ ლიონელ მესის ჰქონდა (2012) – 57.
🟠 მილანის ინტერმა სასტარტოში ფინალების 11-ვე დებიუტანტი დააყენა.
🟠 1992/93 წლების სეზონიდან მოყოლებული ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ესპანელებმა გაიტანეს - 12. მეორე ადგილზე არიან გერმანელები და ბრაზილიელები (7-7).
🟠 ხულიან ალვარესი გახდა მე-11 ფეხბურთელი, ვინც ერთ სეზონში მოიგო ლიგა და მსოფლიოს ჩემპიონატი.
მანჩესტერ სიტი 1:0 ინტერი
გოლი: 1:0 როდრი (68. ბერნარდო სილვას პასით)
მანჩესტერ სიტი (3-2-4-1): ედერსონი - აკანჯი, რუბენ დიაში, აკე - სტოუნსი (82. უოკერი), როდრი - ბერნარდო სილვა, დე ბრუინი (36. ფოდენი), გიუნდოგანი, გრილიში - ჰაალანდი
ინტერი (3-5-2): ონანა - დარმიანი (84. დ'ამბროზიო), აჩერბი, ბასტონი (76. გოზენსი) - დუმფრისი (77. ბელანოვა), ბარელა, ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ (84. მხითარიანი), დიმარკო - ლაუტარო მარტინესი, ჯეკო (57. ლუკაკუ).
კომენტარები