- როდრი ერნანდესი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
- სიტის ისტორიული ტიტული - პეპის გუნდს როდრიმ და ედერსონმა მოაგებინეს
სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერ სიტიმ როდრის გოლით 1:0 დაამარცხა მილანის ინტერი და ისტორიაში პირველად მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული. მატჩის შემდეგ გამარჯვების გოლის ავტორმა პირველი კომენტარი გააკეთა. სხვათა შორის, ესპანელი ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
როდრი ერნანდესი (მანჩესტერ სიტი): "ძალიან ემოციური ვარ ახლა - ჩემი ოცნება ასრულდა. ვიცი, რომ ძალიან დიდხანს ელოდნენ სიტის ფანები ამას. მათ ეს ტრიუმფი დაიმსახურეს. ჩვენც დავიმსახურეთ, არცთუ დიდი ხნის წინ ხომ ახლოს ვიყავით ტიტულთან.
ყველას მადლობელი ვარ, არ იყო იოლი ეს გზა. ძალიან მაგარ გუნდს ვეთამაშეთ, რომელიც თავს მაგრად იცავდა და კონტრშეტევებზე თამაშობდა. ყველაფერი გავიღეთ გამარჯვებისთის.
პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშე, ფინალებში ასეთი რამ ხდება ხოლმე - ვერ ითამაშებ ყოველთვის საუკეთესოდ. ეს მომენტი აღარასდროს გამეორდება, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გვაქვს. ეს ყველაფერი უკვე მომავალ სეზონში, ახლა ვიზეიმოთ".
შეგახსენებთ, რომ როდრიმ გამარჯვების გოლი ბერნარდო სილვას პასით მატჩის 68-ე წუთზე გაიტანა. მას მერე ინტერს რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა სიტის გოლკიპერი ედერსონი შეუდარებელი იყო, ხანდახან კი ინგლისურ კლუბს უბრალოდ უმართლებდა.
კომენტარები