- მანჩესტერ სიტი 1:0 მილანის ინტერი
- მილანური გუნდის მთავარი მწვრთნელის კომენტარი ფინალის შემდეგ
მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ, მანჩესტერ სიტისთან სტამბოლში წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე როდრიმ გაიტანა. "ნერაძურის" ანგარიშის გასათანაბრებლად რამდენიმე ძალიან მაგარი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
მარცხის მიუხედავად, 47 წლის იტალიელმა სპეციალისტმა თავის ფეხბურთელები შეაქო.
"მივულოცე ჩემს მოთამაშეებს, რომლებმაც ბრწყინვალედ ითამაშეს და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ. წავაგეთ ფინალი, რომლის მოგებაც ნებისმიერ ფასად გვსურდა, მაგრამ მათ უნდა იამაყონ. ჩემს მოთამაშეებს არაფრის დიდებით გავცვლიდი სხვებში და დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, რატომაც. ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მაგრად ვიდექით. რა თქმა უნდა, გული გვწყდება, მაგრამ შეგვიძლია ვიამაყოთ.
ბიჭებს დილით ვუთხარი, რომ მატჩი ასეთი იქნებოდა - თანაბარი, უშეღავათო. ვუთხარი, რომ ყველაფერს წვრილმანები გადაწყვეტდა. სულ ცოტათი მეტი უნდა გაგვეკეთებინა, რათა ფინალი ჩვენს სასიკეთოდ დასრულებულიყო.
ეს ფეხბურთია. ასეთი წარუმატებლობები გაძლიერებს. ბევრი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, მატჩის მიწურულს როგორ ვერ გავიტანეთ. აშკარად მეტს ვიმსახურებდით".
სიმონე ინძაგი "ნერაძურის" 2021 წლიდან წვრთნის. სპეციალისტმა მილანურ გუნდს ორ-ორჯერ იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა. ბოლო სეზონში ინტერმა სერია A მესამე ადგილზე დაასრულა.
კომენტარები