Thumbnail

გავარდნის მიუხედავად - ლოჩოშვილს კრემონეზეში იგივე მწვრთნელი ეყოლება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრემონეზესთან დავიდე ბალარდინიმ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • დაქვეითების მიუხედავად მას კრემონაში ნდობა გამოუცხადეს

კრემონეზემ დავიდე ბალარდინის ნდობა გამოუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა სერია A-ში ადგილი ვერ შეინარჩუნა და სერია B-ში გავარდა.

როგორც კრემონელთა საიტი იტყობინება, იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან ახალი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ამგვარად, ლუკა ლოჩოშვილი ამ ზაფხულს კლუბს თუ არ დატოვებს, მომდევნო სეზონში ისევ ბალარდინის ხელმძღვანელობით ითამაშებს.

კრემონეზემ დავიდეს მწვრთნელობით სულ 24 მატჩი ჩაატარა (6 მოგება, 7 ფრე, 11 წაგება). მან კლუბს სერია A-ში ადგილი ვერ შეუნარჩუნა, მაგრამ ეს უფრო მისი წინამორბედის ცუდი მუშაობის ბრალია. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით კრემონელები იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ დავიდე ბალარდინიმ კრემონეზე მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა, როდესაც მასიმილიანო ალვინი შეცვალა. 59 წლის სპეციალისტს არაერთგან აქვს ნამუშევარი, თავის დროზე კი ლევან მჭედლიძისა (პალერმო) და კახა კალაძის (ჯენოა) მწვრთნელიც იყო. ასევე მუშაობდა პესკარაში, კალიარიში, ლაციოსა და ბოლონიაში.

კომენტარები

ბოლო ამბები