Thumbnail
  • ნიდერლანდები 2:4 (2:2 დ.დ.) ხორვატია
  • 📅 15 ივნისი | 🏟 ენსხედე | ⌚ 22:45 | 🟠 ესპანეთი V იტალია

ნიდერლანდებში დაიწყო უეფას 2022/23 წლების სეზონის ერთა ლიგის ოთხთა ფინალი. პირველი ნახევარფინალური მატჩი როტერდამის "დე კუიპზე" მასპინძელ ნიდერლანდებსა და ხორვატიას შორის გაიმართა - ძირითად დროში ნიდერლანდებმა თამაშის გადარჩენა შეძლო, მაგრამ დამატებითში ორი გოლი გაუშვა და ხორვატიის ნაკრები ფინალში გავიდა.

ნიდერლანდებმა მალენის გოლით გახსნა ანგარიში

ერთა ლიგის მესამე სეზონის გვირგვინი 14-18 ივნისს იმართება, თუ ხორვატია ოთხთა ფინალის დებიუტანტია, ნიდერლანდები მეორედ თამაშობდა. 2019 წელს (ტურნირის სადებიუტო სეზონში) ნიდერლანდები ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა. მასპინძლებს ტრავმების გამო მემფის დეპაი და მატიას დე ლიხტი დააკლდათ, ხოლო ხორვატთა მთავარი დანაკლისი იოშკო გვარდიოლი იყო.  

პირველ ტაიმში მასპინძელთა შესანიშნავი კომბინაცია 34-ე წუთზე გოლით დონიელ მალენმა დაასრულა. ხორვატიამ მას მერე გაათანაბრა, რაც მოდრიჩს საჯარიმოში ეუხეშნენ, პენალტი ანდრეი კრამარიჩმა გაიტანა - 1:1. 73-ე წუთზე დალიჩის გუნდი წინ გავიდა, ივანუშეცმა მარცხნიდან ჩააწოდა და მარიო პაშალიჩმა გაიტანა. ნიდერლანდებმა ბოლო (მე-6 კომპენსირებულ წუთზე გაიტანა - ხორვატთა საჯარიმოში არეულობით შეცვლაზე შესულმა ნოა ლანგმა ისარგებლა - 2:2. 

ხორვატიის ფანები როტერდამში

პირველი დამატებული ტაიმის მე-8 წუთზე შეცვლაზე შესულმა ბრუნო პეტკოვიჩმა შორი მანძილიდან დაარტყა და ხორვატია კიდევ ერთხელ დააწინაურა. მეორე დამატებულ ტაიმში ყველაფერი მას მერე გადაწყდა, რაც იმავე პეტკოვიჩს ეუხეშნენ და 37 წლის ლუკა მოდრიჩმა პენალტი გაიტანა - ხორვატია ფინალშია!

მეორე ნახევარფინალური მატჩი ქალაქ ენსხედეში 15 ივნისს გაიმართება, ესპანეთის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება და ხორვატიის მეტოქეც გაირკვევა. 

ხორვატია პაშალიჩმა 2:1 დააწინაურა, მაგრამ...

საინტერესო ფაქტები

🟠 ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონში ნიდერლანდების ნაკრებმა პირველი მარცხი იგემა. 

🟠 ნიდერლანდების ნაკრებმა 2017 წლის შემდეგ პირველად ითამაშა სასტარტოში ერთბაშად 3 ფეხბურთელით როტერდამის ფეიენოორდიდან. 

🟠 ნიდერლანდების ნაკრების სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 25 წელი და 143 დღეა, რაც ყველაზე ახალგაზრდულია 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ. 

🟠 ამ მატჩამდე ნიდერლანდებს "დე კუიპზე" ბოლო 31 თამაშში არ წაეგო (25 მოგება, 6 ფრე). 21 მოგება ბოლო 22 მატჩში. 

ნოა ლანგმა მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა

🟠 მატს ვიფერმა პირველ ტაიმში ყველა დუელი მოიგო.

🟠 ლუკა მოდრიჩმა 165-ე მატჩში 24-ე გოლი გაიტანა ეროვნულ ნაკრებში, სადაც 2006 წლიდან თამაშობს. 

ბრუნო პეტკოვიჩმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მას ერთიც არ ჩაუთვალეს

🟠 ამ გუნდების ბოლო ოფიციალური მატჩი 1998 წლის მუნდიალზე შედგა, როცა ხორვატიამ მე-3 ადგილისთვის მატჩში 2:1 გაიმარჯვა (გოლები: ზენდენი - პროსინეჩკი, შუკერი). 

🟠 1952 წლის შემდეგ პირველად დაინიშნა ნიდერლანდების ნაკრების კარში ორი პენალტი. 

🟠 2017 წლის მერე პირველად, ნიდერლანდების ნაკრებმა პირველი გოლი გაიტანა და დამარცხდა. 

ნიდერლანდები 2:4 (2:2 დ.დ.) ხორვატია

გოლები: 1:0 მალენი (34. ვიფერის პასით), 1:1 კრამარიჩი (55-პენალტი), 1:2 პაშალიჩი (73. ივანუშეცის პასით), 2:2 ლანგი (96), 2:3 პეტკოვიჩი (98. მოდრიჩის პასით), 2:4 მოდრიჩი (115-პენალტი)

ნიდერლანდები (4-3-3): ბილოუ - დუმფრისი (85. ლანგი), ხეერტრეიდა, ვან დეიკი, აკე (106. მალაკია) - ვიფერი (75. ვეინალდუმი), კოპმაინერსი, ფ. დე იონგი - მალენი (75. ბერხვეინი), გაკპო (106. დე როონი), სიმონსი (64. ვეგჰორსტი)

ხორვატია (4-3-2-1): ლივაკოვიჩი - იურანოვიჩი (78. სტანიშიჩი), შუტალო (91. პეტკოვიჩი), ვიდა, პერიშიჩი - მოდრიჩი (119. ბარიშიჩი), ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი (85. მაიერი) - პაშალიჩი, ივანუშეცი (78. ვლაშიჩი) - კრამარიჩი (90. ერლიჩი). 

კომენტარები

ბოლო ამბები