Thumbnail
  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ასტანაში მეორე დღესაც უმედლოდ დარჩა
  • გოჩილაიძემ (-81 კგ) და ტერაშვილმა (-73) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლები წააგეს

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე გრანდ სლემზე მეორე საშეჯიბრო დღის ფინალური ბლოკის შეხვედრები გაიმართა. ტატამიზე ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების ორი ძიუდოისტი გავიდა: დიმიტრი გოჩილაიძემ (-81 კგ) და გიორგი ტერაშვილმა (-73) ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლები წააგეს.

გიორგი ტერაშვილი ყაზახ ასკარ ნარკულოვთან მოხსნეს და უმედლოდ დარჩა, ხოლო დიმიტრი გოჩილაიძემ ესპანელ ხოსე მარია მენდიოლასთან წააგო.

უზბეკეთის დედაქალაქი ძიუდოისტთა გრანდ სლემს 16-18 ივნისს მასპინძლობს. ასტანაში საქართველო 12-კაციანი გუნდით წარსდგა. ტურნირის პირველ დღეს უმედლოდ დაასრულეს გამოსვლა ლაშა ნადირაძემ და გიორგი თუთაშვილმა (ორივე -66). ბოლო დღეს საქართველოს ღირსებას ვლადიმერ ახალკაცი, ბაქარ ერაშვილი (ორივე - 90 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ბერიაშვილი (ორივე - 100 კგ.), გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი (ორივე - 100 კგ.) დაიცავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები