Thumbnail

ზედიზედ მეორედ - სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატი მეორედ მოიგო
  • ქართველმა მოფარიკავემ ფინალში უნგრელი ანდრაშ სატმარი დაამარცხა

სანდრო ბაზაძე ევროპის საუკეთესო მოფარიკავე კიდევ ერთხელ გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. სანდრო შარშან თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაეუფლა ოქროს მედალს, ხოლო წელს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მოიგო ოქრო.

ქართველმა მოფარიკავემ უკრაინელი იური ცაპი მარტივად 15:5 დაამარცხა, რის შემდეგაც რუმინელ რაზვან ურსაჩს სძლია - 15:10. ბაზაძის მეტოქე მეოთხედფინალში ფრანგი ბოლად აპიტი იყო, რომელსაც ასევე ადვილად აჯობა - 15:7. სანდრომ ნახევარფინალში თურქ ენვერ ილდირიმსაც15:7 მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც უნგრელ ანდრაშ სატმარის შეხვდა.

სანდრო სატმარი 15:11 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. აღსანიშნავია, რომ ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატებზე მეხუთე მედალი მოიგო. სანდრო ორგზის ჩემპიონია და სამჯერ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები