Thumbnail

'ბოლოს, მასთან ერთად კაცნაკლულები ვიყავით' - სოლბაკენი ჰაალანდზე

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ნორვეგიის ნაკრების დამრიგებელმა სტალე სოლბაკენმა ერლინგ ჰაალანდზე ისაუბრა
  • მწვრთნელის თქმით, ფორვარდს მატჩის ბოლოს ენერგია აღარ ჰქონდა დარჩენილი

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა შოტლანდიასთან განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და კომენტარი ერლინგ ჰაალანდის შესახებაც გააკეთა. 

ნორვეგიელთა ფორვარდმა 61-ე წუთზე პენალტი გაიტანა, თუმცა ამის შემდეგ მოედანზე ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა და საბოლოოდ, მინდორი 84-ე წუთზე დატოვა, როცა მასპინძლები შეხვედრას ჯერ კიდევ იგებდნენ. 

"ერლინგმა შეცვლა თავად მოითხოვა. ჰაალანდი იმაზე 10-12 წუთი მეტი ვათამაშეთ, რამდენიც დაგეგმილი გვქონდა. მატჩის ბოლოს, როცა ის მოედანზე იყო, ჩვენ კაცნაკლული ვთამაშობდით, სრულად დაცლილი გახლდათ. აქამდე ასეთ სიცხეში 60 წუთიც იშვიათად ჰქონდა ნათამაშები. არ დაგვავიწყდეს, 30 გრადუსზე ვლაპარაკობთ, რომელმაც აშკარად იმოქმედა. მაღალმა ტემპერატურამ ერლინგი სრულად გამოფიტა," - თქვა 55 წლის სპეციალისტმა. 

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამართული 3 მატჩის შემდეგ ნორვეგიის ნაკრებს მხოლოდ 1 ქულა აქვს. ჩრდილოელები მომდევნო შეხვედრას 20 ივნისს გამართავენ და საშინაო არენაზე კვიპროსს უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები