Thumbnail
  • ბოლო დღეს ფინალურ ბლოკში მხოლოდ თუშიშვილი და ინანეიშვილი გავიდნენ
  • საქართველოს ნაკრები ყაზახეთის გრანდ სლემზე 12 ძიუდოისტით წარსდგა

ყაზახეთის გრანდ სლემის ბოლო სატურნირო დღეს, რომელიც ასტანაში მიმდინარეობდა, ფინალურ ბლოკში გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდნენ (ორივე +100 კგ). და ორივე მათგანი დამარცხდა. საბოლოო ჯამში კი, საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა.

თუშიშვილი რუს ვალერი ენდოვიცკის შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წამებზე ბრძოლის გოლდენ სქორში გადაყვანა შეძლო, მაინც დამარცხდა.

 

რაც შეეხება საბა ინანეიშვილს, 22 წლის ძიუდოისტი ყაზახმა გალიმჟან კრიკბაიმ კონტრშერევაზე დაიჭირა და ეფექტური გდებით მოუგო.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ყაზახეთის გრანდ სლემზე 12 ძიუდოისტით წარსდგა. პირველ დღეს 66 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ნადირაძემ და გიორგი თუთაშვილმა იასპარეზეს, რომლებიც ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ. მეორე საშეჯიბრო დღეს 4 ქართველი ძიუდოისტიდან 2, დიმიტრი გოჩილაიძე (-81 კგ) და გიორგი ტერაშვილი (-73) ფინალურ ბლოკში გავიდნენ, ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლეს, მაგრამ გამარჯვება ვერ მოახერხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები