Thumbnail

ივნისის ბოლოს დადასტურდება - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში მიდის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში სავარაუდოდ 2024 წლიდან იმუშავებს
  • ინფორმაციის დადასტურებს მიმდინარე თვის ბოლოს ელოდებიან

კარლო ანჩელოტი შეიძლება სულ მალე ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნოს. Globo Esporte და Tv Globo იტყობინებიან, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ (CBF) პრაქტიკულად მიაღწია შეთანხმებას, როგორც იტალიელ მწვრთნელთან, ისე მადრიდის რეალთან.

ბრაზილიელი ჟურნალისტების ცნობით, შესაძლოა ოფიციალური განცხადება ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ედნალდო როდრიგესმა ივნისის ბოლოს გააკეთოს.

საინტერესო დეტალია ის, რომ ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში მუშაობის დაწყებას მხოლოდ იანვრიდან ან რეალთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შეძლებს. "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულება კი მას 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ როდრიგესმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ დაადასტურა, რომ ანჩელოტი მათთვის პრიორიტეტული არჩევანი იყო. ამგვარად, დიდი ალბათობით, "პაპა კარლო" ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი გახდება.

კარლო ანჩელოტის სანაკრებო ფეხბურთში მუშაობის გამოცდილება აქვს, 1992-1995 წლებში იტალიის ნაკრებში არიგო საკის ასისტენტი იყო. თუმცა, მთავარ მწვრთნელად მხოლოდ საკლუბო ფეხბურთში აქვს ნამუშევარი - რეჯანაში, პარმაში, იუვენტუსში, მილანში, ჩელსიში, პარი სენ-ჟერმენში, რეალში, ბაიერნსა და ევერტონში. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები უმწვრთნელოდ გასული წლიდანაა, როცა ტიტემ სამსახური მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები