Thumbnail

მსოფლიო თასისთვის მზადება დაიწყო - მაისაშვილმა 39 მორაგბე შეარჩია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან მაისაშვილი შეკრება დაგეგმა და 19 ივნისს მსოფლიო თასისთვის მზადებას იწყებს
  • 39 მორაგბიდან მსოფლიო თასზე მხოლოდ 33 მოთამაშე წავა

37 ბორჯღალოსანი 19 ივნისს ''შევარდენის'' სანაკრებო ბაზაზე შეკრებას დაიწყებს და 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის მოემზადება. კიდევ ორი მორაგბე – თორნიკე კახოიძე და ლუკა ხორბალაძე ნაკრებს მოგვიანებით, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდებიან.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, წვრთნას კონკრეტულად ის მორაგბეები გაივლიან, რომლებიდანაც საფრანგეთში წამსვლელი 33 შეირჩევა. შეკრებაზე გამოძახებული 39 მოთამაშის გარდა, არის სარეზერვო ჯგუფიც.

მოთამაშეთა ნაწილი გუნდთან ერთად შეკრებაზე პირველივე დღიდან იქნება, მაგრამ საწვრთნელ პროცესში აქტიურად ჯერ ვერ ჩერთვება.

39 მორაგბიდან, რომლებიც მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან 22 მორკინალი, 17  ხაზის მოთამაშეა. გუნდში 18 მორაგბე ''შავი ლომიდანაა'', 21 კი ლეგიონერია. 19 წლის ლუკა ხორბალაძე ერთადერთია, რომელსაც ეროვნულის კვართით ჯერ არ უთამაშია. ის ნაკრებში თბილისის ლელოდან მოხვდა, თუმცა ახალ სეზონს საფრანგეთში, ლიონში დაიწყებს.

შეგახსენებთ, მსოფლიო თასზე საქართველო გ ჯგუფში, ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისთან და პორტუგალიასთან ითამაშებს. მაისაშვილის თქმით, პროგრამა მინიმუმი ორი თამაშის მოგებაა, თუმცა გუნდი ოთხივე მეტოქესთან გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

2023 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან

შერკინება: ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლაშა ჯაიანი (ნევერი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ოთარ გიორგაძე (მონტობანი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (ბეიონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), მიხეილ ალანია (ორიაკი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), ოთარ ლაშხი (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი).

კომენტარები

ბოლო ამბები