Thumbnail

ბასილაშვილი რეიტინგში ისევ დაქვეითდა და მოწინავე სამასეულშიც აღარაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ჩოგბურთელმა 58 პოზიცია დაკარგა და მსოფლიოს 321-ე ჩოგანია
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის

31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ვარდნას განაგრძობს და უკვე მოწინავე სამასეულს მიღმა აღმოჩნდა.

დღეს განახლებულ კლასიფიკაციაში ნიკამ კიდევ 45 ქულა დაკარგა, 58 ადგილით დაქვეითდა და ახლა, უკვე მსოფლიოს 321-ე ჩოგანია. ქართველ ჩოგბურთელს ამაზე უარესი შედეგი ბოლოს 2014 წლის თებერვალში ჰქონდა: მაშინ ის 378-ე პოზიციაზე იყო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდია ბასილაშვილის კარიერა უკან მიდის. მას ზედიზედ 8 მარცხი ჰქონდა, როდესაც ივნისის დასაწყისში მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა, რეაბილიტაციის პერიოდი უდგას.

თუ როდის დაუბრუნდება საქართველოს პირველი ჩოგანი კორტს, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ძველ დონეზე ათამაშებას შესძლებს. შეგახსენებთ, რომ ნიკას კარიერის პიკი 2019 წლის მაისში ჰქონდა, როდესაც კლასიფიკაციის მე-16 საფეხურს უწია.

კომენტარები

ბოლო ამბები