Thumbnail

კრაკოვსა და მალოპოლსკაში დღეს იწყება ევროპის თამაშები 2023, რომელიც 2 ივლისამდე გაგრძელდება. ტურნირში მონაწილეობას 16 სახეობაში 99 ქართველი სპორტსმენი მიიღებს. 

დოჰაში გერმანიასთან მატჩში გადამწყვეტი ეთერ ლიპარტელიანის გამარჯვება გამოდგა

მესამე ევროპული თამაშების ეგიდით ძიუდოისტები გუნდურ (მიქსი) ტურნირს გამართავენ, რომელიც ამავდროულად ევროპის გუნდური ჩემპიონატიცაა. კრაკოვში 1-ელ ივლისს 22 ქვეყნის ნაკრები კონტინენტის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. 

კრაკოვში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ: გიორგი ტერაშვილი (-73 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73), ლაშა ბექაური (90), ტატო გრიგალაშვილი (90), გურამ თუშიშვილი (+90), გელა ზაალიშვილი (+90), ეთერ ლიპარტელიანი (57), ეთერ ასკილაშვილი (70), სოფიო სომხიშვილი (+70). გუნდური მიქსი 6 წონით კატეგორიაში ტარდება, სამ-სამი ვაჟებში (73, 90 და +90 კგ) და ქალებში (57, 70 და +70 კგ).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 14 მაისს დოჰაში მსოფლიოს გუნდურ (მიქსი) ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები