Thumbnail

მოულოდნელი ტრანსფერი - სანდრო ტონალი მილანიდან მიდის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიუკასლი მილანს სანდრო ტონალის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს სთავაზობს
  • კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ნიუკასლი სანდროს დიდ ხელფასს დაუნიშნავს

იტალიის ნაკრების ფეხბურთელი, სანდრო ტონალი კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. ნიუკასლმა მილანს 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსები შესთავაზა, რასაც იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა დათანხმდა.

სანდრო ტონალის მილანიდან წასვლა მოულოდნელი იყო. მას კლუბში დარჩენა სურდა, მაგრამ გუნდმა მისი გაშვება გადაწყვიტა და სანდრომაც უარი აღარ თქვა. იტალიელი ნიუკასლის წინადადებას დათანხმდა და კლუბთან კონტრაქტს მალე გააფორმებს. იტალიელი ფეხბურთელი ინგლისურ გუნდთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ნიუკასლი სანდროს წელიწადში 10 მილიონ ევროს გადაუხდის. იტალიელმა ფეხბურთელმა მილანთან ერთად შარშან სკუდეტო მოიგო, სანდრომ სერია A-ში მილანის მაისური 95-ჯერ მოირგო და 7 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები