Thumbnail

უელსის ნაკრების ჰუკერი და კაპიტანი კენ ოუენსი ეროვნულ გუნდს მსოფლიოს თასზე დააკლდება. უორენ გეტლანდმა უკვე დაადაასტურა, რომ 36 წლის ოუენსი, რომელსაც 91 კეპი აქვს მოპოვებული, ვერ ასწრებს ტურნირისთვის დროულად გამოჯანმრთელებას, მას ზურგი აწუხებს.

"კენს ბოლომდე ველით, მაგრამ მისი ზურგი ვერ პროგრესირებს. სამწუხაროდ, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს და მსოფლიოს თასზე ვერ ვიხილოთ. პოტენციურად, ის შეგვიძლია სარეზერვო სიაში ჩავწეროთ და თუ კიდევ ვინმე მიიღებს ტრავმას ტურნირის განმავლობაში, თამაშის შანსიც გაუჩნდეს", - განაცხადა გეტლანდმა. 

უელსის ნაკრების გაფართოებული სიიდან მესამეხაზელი ჯოშ მაკლეოდი და ბურჯი ვილ დევის-კინგიც ამოიღეს ტრავმების გამო. ოუენსს კი სიაში ჰუკერი სემ პერი შეცვლის. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს უელსის ნაკრების სამმა სუპერვარსკვლავმა გამოაცხადა, რომ საერთაშორისო კარიერა დაასრულა და მსოფლიოს თასზე არ იქნება - ჯასტინ ტიპურიკმა, ალუნ ვინ ჯონსმა და რის ვებმა. ასევე კორი ჰილმა იაპონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და ავტომატურად დაკარგა ნაკრებში მოხვედრის შანსი. 

შეგახსენებთ, რომ უელსი და საქართველო საფრანგეთში გასამართავი მსოფლიოს თასის  C პულში არიან ავსტრალიასთან, ფიჯისთან და პორტუგალიასთან ერთად. 

კომენტარები

ბოლო ამბები