Thumbnail

ფარიკაობა | ბაზაძე სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს უკვე 86 ქულით უსწრებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 29 წლის ქართველმა მოფარიკავემ FIE-ს რეიტინგში ლიდერობა გაიმყარა
  • მისი უნიკალური სერია უკვე 13 პირველი რანგის ტურნირს ითვლის

29 წლის ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კიდევ უფრო მეტად დაწინაურდა ფარიკაობის საერთაშორის ფედერაციის (FIE) რეიტინგში და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან უკვე საგრძნობი უპირატესობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ბაზაძე მოხმალავეთა კლასიფიკაციაში სილაგის 66 ქულით უსწრებდა, განახლებულ რეიტინგში კი სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა: მასსა და უნგრელს შორის უკვე 86-ქულიანი დაშორებაა.

სანდრო ბაზაძემ მორიგ წარმატებას ევროპულ თამაშებზე მიაღწია

სანდროს 288 ქულა აქვს, ხოლო არონს – 202. ლიდერებს კიდევ უფრო დიდი სხვაობით ჩამორჩება მე-3 ადგილზე მყოფი ლუიჯი სამელე. იტალიელი მოფარიკავის აქტივში 144 ქულაა. არადა, რეიტინგში არაა ასახული სანდროს ბოლო წარმატება - ევროპულ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედალი.

შეგახსენებთ, რომ გრძელდება ბაზაძის უნიკალური სერიაც: ზედიზედ 13 ტურნირია (მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, მსოფლიოს თასი, ევროპული თამაშები) ქართველი მოფარიკავე კვარცხლბეკს მიღმა არ დარჩენილა. მის ანგარიშზე 6 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.

კომენტარები

ბოლო ამბები