- სანდრო მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი ხდება
- გოგა ორლანდოში დარჩა - მეჯიქმა ბითაძეს ხელშეკრულება გაუგრძელა
The Athletic-ის ჯონ ჰოლინგერის ცნობით, სან ანტონიომ არ გამოიყენა სანდრო მამუკელაშვილისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზების უფლება, დედლაინის გასვლის შემდეგ კი ქართველი ფორვარდი თავისუფალი აგენტი გახდა. იმისთვის, რომ სან ანტონიოს "მამუ" დაემატება, სეზონში დაახლოებით 2.1 მილიონი დოლარი უნდა შეეთავაზებიანა. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ ამაზე უარი განაცხადა.
მამუკელაშვილი სან ანტონიოში თებერვლიდან თამაშობდა და თავიც გამოიჩინა - ის საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნას და 2.4 პასს აკეთებდა და მოედანზე საშუალოდ 23.3 წუთს ატარებდა. სამაგიეროდ, სპურსმა ჯულიან შამპეინს კვალიფიციური წინადადებით მიმართა და ფორვარდი გუნდში დატოვა.
კომენტარები