Thumbnail

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 გამარჯვება იზეიმა (პირველი არგენტინასთან იყო, 20:0), ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს.

ultimaterugby-ს ოფიციალურ ვებგვერდზე სტატისტიკა გამოქვეყნდა, სადაც ვკითხულობთ, რომ უმცროს ბორჯღალოსნებს იტალიასთან ყველა კომპონენტში უპირატესობა ჰქონდათ.

ბურთის ფლობა: იტალია 36%, საქართველო 64%.

იტალიამ ბურთით 276 მეტრი იარა, საქართველომ ბურთით 455 მეტრი გაიარა

მოტყუებული მცველები: იტალია- 16, საქართველო - 20

ხაზის გაჭრა: იტალია - 5, საქართველო - 6

პასები: იტალია - 84, საქართველო - 160

ოფლოუდები: იტალია - 5, საქართველო - 7

მოგებული რაქები: არგენტინა - 61, საქართველო - 63.

ქართველი მორაგბეები მე-2 ადგილზე აღმოჩნდნენ, ეს უკვე ისტორიული შედეგია, რადგანაც ბრძოლას მეხუთე-მერვე პოზიციებისთვის გააგრძელებენ, ასეთი რამ კი არასდროს მომხდარა.

კომენტარები

ბოლო ამბები