Thumbnail
  • საქართველო 21:40 უელსი
  • საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მე-7 ადგილისთვის იბრძოლებს

სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. საქართველოს ნაკრები მე-5 ადგილებისთვის ნახევარფინალში უელსს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები ორი ჯარიმით დაწინაურდა, პეტრე ხუციშვილმა უმცროს ბორჯღალოსნებს 6 ქულა მოუტანა, თუმცა ლადო კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი მაინც დათმო. თორნიკე კახოიძე გაასინბინეს, რის შემდეგაც უელსელებმა ლელო დადეს და ტაიმი 7:6 მოიგეს.

უელსელებმა მეორე ტაიმიც ლელოთი დაიწყეს, რის შემდეგაც საქართველომ მეტოქეს უპასუხა. გიორგი მამაიაშვილმა ლელო გაიტანა და სხვაობა ისევ ერთი ქულამდე შემცირდა.

უელსმა მოუმატა და დიდი უპირატესობაც მიიღო, ჰენესი-ბუთმა დუბლი შეასრულა, ერთი ლელო ჰიუსტონმა დადო და მეტოქის უპირატესობა 13 ქულამდე გაიზარდა. თამაზ ჭამიაშვილმა ერთი ლელო მალევე გაქვითა, თუმცა უელსმა სხვაობა ისევ გაზარდა. თორნიკე კახოიძემ საქართველოს მესამე ლელოც გაიტანა, თუმცა უელსელებმა შეხვედრა მაინც ლელოთი დაასრულეს და 40:21 მოიგეს.

საქართველო მე-7 ადგილისთვის მატჩში ახალ ზელანდიას შეხვდება, უელსი კი მე-5 ადგილისთვის ავსტრალიის ნაკრებს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები