Thumbnail

GolaTV-ის ინფორმაციით მადრიდულ რაიო ვალეკანოს დაცვის ცენტრის გადახალისება სურს და ამ მიზნით კლუბის ხელმძღვანელობამ ორი მცველი შეარჩია: 25 წლის ლუკა ლოჩოშვილი და ბეშიქთაშში მოთამაშე 24 წლის ესპანელი ხავიერ მონტერო. 

როგორც წყარო იტყობინება, მოლაპარაკებები კრემონეზესთან და ბეშიქთაშთან უკვე დაწყებულია. არ არის გამორიცხული, რომ რაიომ ორივე ფეხბურთელი შეიძინოს, თუ კრემონეზე და ბეშიქთაში თავიანთ მცველებს ძვირს არ დააფასებენ. 

კრემონეზემ სერია A-ში გამოსვლა ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონს სერია B-ში გაატარებს. ლუკამ 25 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა. 

კომენტარები

ბოლო ამბები