Thumbnail
  • ფრანგი ჟურნალისტის ცნობით, მბაპე პსჟ-ში კიდევ 1 წლით დარჩება
  • 24 წლის ფეხბურთელი მზადაა, მსგავსი სიტუაციაც მიიღოს

RMC Sport-ის ჟურნალისტის დანიელ რიოლოს ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების შემტევი კილიან მბაპე მზადაა პსჟ-ში დარჩეს და 2023/24 წლების სეზონში სათადარიგო სკამის ფეხბურთელის როლი მოირგოს.

24 წლის მოთამაშე პარიზულ კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს, მაგრამ, როგორც ცნობილია, გუნდში 1 წლით დარჩენა და შემდეგ უკვე წასვლა სურს. პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, მოვლენების ასეთი განვითარება არ აწყობს, რადგან, ამ შემთხვევაში, კილიანი დედაქალაქელებს მომდევნო სეზონის შემდეგ უფასოდ დატოვებს. მიუხედავად ამისა, წყაროს ცნობით, პსჟ მზადაა ის კიდევ ერთი სეზონით დაიტოვოს, მაგრამ კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს მის გამოყენებას აუკრძალავენ და მბაპე სათადარიგო სკამზე იქნება.  

"იმის თქმა შემიძლია, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მას სათადარიგო სკამზე დასვამენ. ის მზადაა, მსგავსი სიტუაციაც მიიღოს. ყველა გუნდს შეუძლია, რომ მბაპეთი ისარგებლოს, მაგრამ ლუის ენრიკეს ეტყვიან, რომ შემადგენლობაში ყოფნის მიუხედავად, მისი მოედანზე გაყვანა არ შეეძლება", - აცხადეს დანიელ რიოლო.

კილიანს პსჟ-ში დარჩენა 1 წლით სურს

ფრანგი ფეხბურთელის დამატებას არაერთი კლუბი ცდილობს, მაგრამ ყველაზე ახლოს ამასთან მადრიდის რეალია, რომელსაც მისი გაფორმება დიდი ხანია სურს. მედიაში კილიანს ასევე პრემიერლიგის გუნდებსაც უკავშირებენ, მათ შორის კი ყველაზე მეტად ლივერპულსა და არსენალს გამოარჩევენ.

ლუის ენრიკეს გუნდი ახალი სეზონის დაწყებამდე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - პსჟ ლე ავრსა და ალ-ნასრს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები