Thumbnail
  • ლადო კილასონიამ ახალ ზელანდიასთან მატჩისთვის 7 ცვლილება განახორციელა
  • საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მე-7 ადგილისთვის იბრძოლებს

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ბოლო მატჩს გამართავს. ლადო კილასონიას შეგირდები 14 ივლისს, ჩვენი დროით 19:00-საათზე სტელენბოშში, მე-7 ადგილისთვის ტურნირის 6-გზის ჩემპიონ (12 ჩემპიონატში) უმცროს ოლ ბლექსს ხვდებიან.

უელსთან წაგების შემდეგ, ლადო კილასონიამ უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში 7 ცვლილება განახორციელა. 20-წლამდე ნაკრები ახალ ზელანდიას მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამედ შეხვდება. ქართველებს ოლ ბლექსის წინააღმდეგ ორჯერ უთამაშიათ და გამარჯვება ორივეჯერ მეტოქეს დარჩა – 2016 წელს 55:0 და 2019 წელს 45:13.

საქართველოს შემადგენლობა

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გიორგი ნიკოლაძე (აია), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა ხორბალაძე (ლელო).

კომენტარები

ბოლო ამბები