Thumbnail

ესპანელი ჟურნალისტი სერხიო ნავა (Unión Rayo-ს რედაქტორი), რომელიც ძირითადად ლა ლიგის რაიო ვალეკანოზე წერს, მადრიდულ კლუბში ლუკა ლოჩოშვილის შესაძლო ტრანსფერზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. 

მისი თქმით, რაიო ვალეკანო სერიოზულად არის დაინტერესებული, რომ 25 წლის ლოჩოშვილი მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეიძინოს: "რაიომ უკვე მიმართა პირველადი წინადადებით კრემონეზეს - 2 მილიონი ევრო ლოჩოშვილის სანაცვლოდ, თუმცა იტალიელები სამს ითხოვენ". 

სერია A-ში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა

აღსანიშნავია, რომ სერხიო ნავა ჯერ კიდევ დეკემბერში წერდა, რომ რაიო ვალეკანოს სპორტულ დირექტორს ძალიან მოსწონს ლუკა ლოჩოშვილი და ის გუნდიდან წამსვლელი ალეხანდრო კატენას ნაცვლად სურს. კატენა 1-ელ ივლისს ოფიციალურად გახდა ოსასუნას ფეხბურთელი. 

OK Transfers წერს, რომ ლოჩოშვილის ტრანსფერი გუნდის რეკონსტრუქციის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს, რადგან სეზონის შემდეგ მადრიდელებმა რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაკარგეს. ეს წყაროც ადასტურებს, რომ რაიოს ლუკა კატენას შემცვლელად სურს. "ლუკა ლოჩოშვილი სერიოზულად გააძლიერებს რაიო ვალეკანოს დაცვას, ეს ტრანსფერი დიდი წარმატება იქნება კლუბისთვის". 

შეგახსენებთ, რომ რაიო ვალეკანოს ლა ლიგაში წარმატებული სეზონი ჰქონდა, 49 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა. კრემონეზემ სერია A-ში გამოსვლა ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონს სერია B-ში გაატარებს. ლოჩოშვილმა 25 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა. ლუკას ანგარიშზე 6 მატჩია საქართველოს ნაკრების მაისურით. კრემონეზემ ის ავსტრიული ვოლფსბერგერისგან €1.6 მილიონად შეიძინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები