Thumbnail
  • რაიო ვალეკანო საქართველოს ნაკრებისა და კრემონეზეს მცველით ინტერესდება
  • სერია B-ს კლუბს ქართველი მცველის სანაცვლოდ 2,5 მილიონ ევროს სთავაზობენ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კრემონეზეს ცენტრალური მცველის ლუკა ლოჩოშვილის ლა ლიგაში გადაბარგების შანსი იზრდება. ცნობილია, რომ 25 წლის ფეხბურთელით რაიო ვალეკანო ინტერესდება, GolaTV-ის ინფორმაციით კი, ლუკამ იტალიურ კლუბს გაშვება სთხოვა. 

რაიო ვალეკანო კრემონეზეს ლოჩოშვილის ტრანსფერში 2.5 მილიონ ევროს სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია, დათანახმდებიან თუ არა კრემონელები მადრიდელთა წინადადებას. მანამდე იწერებოდა, რომ რაიო ლუკას სანაცვლოდ 2 მილიონს იმეტებდა, კრემოენეზე კი 3-ს ითხოვდა. 

ლუკა ლოჩოშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული

კრემონას გუნდს 2022/23 წლების სეზონის წინ, ავსტრიული ვოლფსბერგერიდან შეუერთდა და მისი მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. კრემოენზემ სერია A-ში გამოსვლა ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე დაასრულა და სერია B-ში დაქვეითდა.

რაიო ვალეკანომ გასულ სეზონში ლა ლიგაში 49 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა. გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ანდონი ირაოლამ დატოვა, რომელიც ბორნმუთში გადავიდა, მისი ადგილი კი ფრანსისკო როდრიგესმა დაიკავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები