Thumbnail

ახალი ლიგები და ტურნირები - რას უნდა ველოდოთ EA Sports FC 24-ში

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • EA Sports FC 24-ში 30-ზე მეტი ლიგა იქნება ხელმისაწვდომი
  • ახალ თამაშში აქცენტი ქალთა ფეხბურთზე გაკეთდება
  • საურველი ნაკრების დამატებისთვის ხმის მიცემა დაწყებულია

29 სექტემბერს ახალი საფეხბურთო სიმულატორი გამოდის. Electronic Arts და FIFA 30-წლიან თანამშრომლობას წყვეტენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეგენდარული თამაში FIFA აღარ იარსებებს, ეს ამბავი ცოტა სევდიანად ჟღერს, თუმცა რეალობაა. 

სამაგიეროდ, EA ახალ თამაშს უშვებს, შეცვლილი სახელითა და რეჟიმებით. ინსაიდერებიის ვერსიით, თამაში თითქმის იგივე იქნება, რაც FIFA-ს სერიები იყო. საფეხბურთო სიმულატორის დეველოპერულმა კომპანიამ უკვე დაანონსა ის სიახლეები, რომლებსაც EA Sports FC 24-ში უნდა ველოდოთ. 

მაშ ასე, ახალი თამაშის გარეკანის ვარსკვლავი ნორვეგიელი ვიკინგი ერლინგ ჰაალანდი იქნება. კომპანიამ აპრილში EA Sports FC-ის ლოგო წარადგინა, მოგვიანებით კი ის ლიგები დაადასტურა, რომლებიც თამაშში ჩაერთვებიან. თავდაპირველ ვერსიაში, 30-ზე მეტი ლიგა იქნება წარმოდგენილი, მათ შორისაა: პრემიერლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, ლიგა 1, სერია A, ჩემპიონთა ლიგა, ევროპალიგა, კონფერენსლიგა, ლიბერტადორესის თასი და კოპა სუდამერიკანა.

გარდა ამისა, თამაშში ახალი ქალთა ლიგები გამოჩნდება - ბუნდესლიგა და ლა ლიგა. ზოგადად, EA Sports FC-ში აქცენტი ქალთა ფეხბურთზე გაკეთდება, ისინი FUT რეჟიმშიც იქნება ხელმისაწვდომი. 

ინსაიდერები იმასაც წერენ, რომ EA თამაშში ბრაზილიის ჩემპიონატის დამატებას აპირებს, რაც ამ რეგიონში ვირტუალური ფეხბურთის პოპულარიზაციითაა განპირობებული. არის კიდევ ერთი ვერსია, რომ EA Sports FC-ში აფრიკული ლიგები იქნება. ვთქვათ ისიც, რომ თამაშში ეროვნული ნაკრების დამატებისთვის გულშემატკივრებს ხმის მიცემა შეუძლიათ - ხმების საერთო რაოდენობით საქართველო მეორე ადგილაზეა, წინ მხოლოდ კოსოვოს ნაკრებია. 

კომენტარები

ბოლო ამბები