- კომპანიამ FUT რეჟიმში პირველი ქალი ფეხბურთელი დაადასტურა
- EA-ს თამაშს 4 icon დაემატება, FUT გმირებში კი 12 ახალი ბარათი გამოჩნდება
- ახალი ლიგები და ტურნირები - რას უნდა ველოდოთ EA SPORTS FC 24-ში
EA Sports FC-ის გამოსვლამდე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი თამაშში ლეგენდების რაოდენობას უკავშირდება. გულშემატკივრების დიდი ინტერესი ლოგიკურია, რადგან FIFA-ს სერიებში ყველაზე პოპულარული FUT რეჟიმი იყო.
როგორც Fut Sheriff იუწყება, EA-ს თამაშს 4 icon დაემატება, ხოლო FUT გმირების 12 ახალი ბარათი გამოჩნდება. კომპანიამ უკვე დაადასტურა პირველი ქალი ფეხბურთელი, რომელსაც FUT რეჟიმში ვიხილავთ, ეს არის ამერიკელი მია ჰემი. მან კარიერა 2004 წელს დაასრულა, საერთო ჯამში, ამერიკის ნაკრების მაისურით 276 შეხვედრა ჩაატარა და 158 გოლი გაიტანა.

ინსაიდერების ვერსიით, EA Sports FC 24-ში იმ ლეგენდებს ვიხილავთ, რომლებიც FIFA-ს სერიებში აქამდე არ გამოჩენილან, ესენი არიან: არიენ რობენი, სერხიო აგუერო, მიშელ პლატინი და ზიკო. არის ერთი ვერსიაც, რომ ახალ თამაშს ფრანჩესკო ტოტიც დაემატება.
მოკლედ, ახალი საფეხბურთო სიმულატორის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. შეგახსენებთ, EA Sports FC 29 სექტემბერს გამოდის და მისი საშუალო ღირებულება 70 დოლარი იქნება.
კომენტარები