- საქართველოს ნაკრების კალათბურთელების პირველი კომენტარები ტრევიზოდან
- ნაკრები იტალიაშია - შეკრებაზე შენგელიას, ბითაძეს და მაკფადენს ელიან
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრება დაიწყო. ილიას ზუროსის გუნდს, რომელიც 15-კაციანი შემადგენლობით ემზადება, მოგვიანებით შეუერთდებიან გოგა ბითაძე, თად მაკფადენი და თორნიკე შენგელია.
მზადების პროცესზე კომენტარები სან ანტონიო სპურსის ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა და უნგრული ASE-ს მსროლელმა დუდა სანაძემ გააკეთეს.

სანდრო მამუკელაშვილი: "მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში დავბრუნდი. ეს ჩემთვის დიდი სტიმული და მოტიცავიაა. დღეს შევიკრიბეთ ტრევიზოში, ყველანი ძალიან გახარებულები ვართ, რომ ერთად ვართ. ველოდებით თოკოს, გოგას და მაკფადენს.
ჩემი აზრით, ძალიან კარგი გუნდი გვყავს. თან ახალგაზრდები დავიმატეთ, რაც კიდევ უფრო ენერგიულს გახდის ჩვენს ვარჯიშებს. მგონია, რომ სწორი მომზადებით, ერთად ყოფნით, მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგი შედეგის ჩვენება შეგვიძლია.
როცა გავედით, იანისმა მაშინვე მომილოცა და იმედი გამოთქვა, რომ ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატზეც შევხვდებოდით. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვისაუბრეთ. სამწუხაროდ, არ მგონია, მან თამაში მოახერხოს, მაგრამ ნამდვილად გვგულშემატკივრობს".
დუდა სანაძე: "პირველი ვარჯიში ჩავატარეთ ტრევიზოში. აღდგენითი სახის ვარჯიში იყო. ტაქტიკურად გავიმეორეთ ჩვენი კომბინაციები, რაც წინა კემპზე დავამუშავეთ. სრული შემადგენლობით არ ვვარჯიშობთ. გვაკლია თორნიკე, გოგა და მაკფადენი. ამ ორ დღეში ყველა შემოგვიერთდება, უკვე სრული შემადგენლობით შევუდგებით ვარჯიშს და ასი პროცენტით მზად ვიქნებით ანხანაგური თამაშებისთვის".
მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან. ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. F ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე იქნებიან. მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში Okinawa Arena-ზე (ტევადობა 10 ათასი) ჩატარდება და ქართველი კალათბურთელები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ორ საუკეთესო ნაკრებს შორის უნდა მოხვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თამაშს მეჩვიდმეტე-ოცდამეთორეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.
კომენტარები