- კლაგენფურტი 2:7 შტურმი
- კიტეიშვილმა ავსტრიის თასის 1/32 ფინალში გაიტანა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმი ავსტრიის თასის 1/32 ფინალში კლაგენფურტს შეხვდა და მეტოქეს 7:2 მოუგო. გრაცელებმა მასპინძლებს პირველ ტაიმში 3-ჯერ გაუტანეს, ხოლო მეორე ნახევარში კიდევ 4-ჯერ მოახერხეს გოლის გატანა.
კიტეიშვილმა თავი მე-18 წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 2:0 გახადა. ავსტრიის თასის რამდენიმე შეხვედრა ერთდროულად დაიწყო, თუმცა ეს მატჩი გვიან დასრულდა, რადგანაც თამაშის მიმდინარეობისას ძლიერად გაწვიმდა.
კიტეიშვილის გუნდი ავსტრიის თასის 1/16 ფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე წილისყრით გაირკვევა.
კომენტარები