Thumbnail
  • 22 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 ქართველი სპორტსმენი ჩაერთო
  • მათგან ბრძოლას ბექა ბაზაძე, მაია გუჩმაზოვა და ანასტასია სპასი აგრძელებენ

დღეს მილანში დაიწყოს მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში. ტურნირის პირველ დღეს შეჯიბრებაში 7 ქართველი სპორტსმენი ჩაერთო, რომელთაგანაც ბრძოლას სამი აგრძელებს.

დაშნა. ქალები. ინდივიდუალური

დაშნით მოფარიკავე მაია გუჩმაზოვამ ჯგუფში ყველა მეტოქე დაამარცხა და პირდაპირ ძირითად ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მოგივიანებით მას ანასტასია სპასი შეუერთდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის შემდეგ ორი ორთაბრძოლა მოიგო. 

1/32 ფინალში გასულ ქართველ მოფარიკავეებს სამხრეთკორეელი მეტოქეები ეყოლებათ. 25 ივლისს გუჩმაზოვა ჰაიენ ლის შეხვდება, ხოლო სპასი იან მინ კანს დაუპირისპირდება. ტამილა მურადოვას 1/32-ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, ის პოლონელ კამილა პიტკასთან დამარცხდა - 6:15. ერთი ეტაპით ადრე გამოეთიშა ბრძოლას არინა კორნეევა.

ხმალი. ვაჟები. ინდივიდუალური

ხმლით მოფარიკავეთა შორის წინასწარი ეტაპი მხოლოდ ბექა ბაზაძემ გადალახა. ბექა 25-ში ძალიან ძლიერ მეტოქეს ხვდება - სამგზის ოლიმპიურ და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ არონ სილაგის (უნგრეთი). სილაგი მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ ბექას ძმას, სანდროს ჩამორჩება. სანდრო პირველ ნომრად არის განთესილი, მას წინასწარი ეტაპი არ სჭირდებოდა, 25-ში სანდრო ბრძოლას რაულ ბონაჰთან (გერმანია) შეხვედრით იწყებს. 

1/32-ფინალში შეღწევასთან ახლოს იყო ვახტანგ არჩვაძე, თუმცა ის კუვეითელ მეტოქესთან 14:15 დამარცხდა. ერთი ეტაპით ადრე გამოეთიშა მსოფლიოს ჩემპიონატს ნიკოლოზ ჭეიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები