Thumbnail
  • რაიო ვალეკანო და კრემონეზე შეთანხმებასთან ახლოს არიან
  • ქართველი მცველი ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ნაკრებისა და კრემონეზეს მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

Gola TV-ის ცნობით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, 25 წლის ფეხბურთელი რაიო ვალეკანოს წევრი გახდება, რომელიც ლა ლიგის ბინადარია. მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. ესპანელები იტალიელებს 2.7 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ლუკა ლოჩოშვილმა კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, მერე იყო დინამო კიევსა და სლოვაკურ ჟილინაში, ხოლო სახელი ავსტრიულ ვოლფსბერგერში გაითქვა. 1 წლის წინ ის კრემონეზეში გადავიდა, სადაც გასულ სეზონში 27 მატჩში 1 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა. თუმცა, კრემონელები სერია A-დან გავარდნენ.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ ლუკამ ამხანაგურ შეხვედრაში გოლიც გაიტანა, თუმცა, როგორც ჩანს, კლუბს მაინც დატოვებს. ამგვარად, თუ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას არ დატოვებს, ლა ლიგის მომდევნო სეზონში ორი ქართველი ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები