Thumbnail
  • იტალიური მედიის ცნობით, ლოჩოშვილზე კრემონეზეს შეთავაზება არ მიუღია
  • 25 წლის ქართველი მცველი ჯერჯერობით, კრემონელთა რიგებში რჩება

საქართველოს ნაკრების მცველის, ლუკა ლოჩოშვილის რაიო ვალეკანოში ტრანსფერზე ესპანური გამოცემა წერდა, მაგრამ ამ ცნობას იტალიური წყაროები არ ადასტურებენ.

Cremonasport წერს, რომ კლუბს ქართველი მცველის შესახებ შეთავაზება არ მიუღია. მოგეხსენებათ, მანამდე Gola TV იტყობინებოდა, რომ ლუკას ტრანსფერზე კრემონეზე და რაიო 2.7 მილიონ ევროდ ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, ხოლო ფეხბურთელს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ. კრემონული საიტი ამის საპირისპიროდ წერს: "კრემონეზესთან დაახლოებული წყაროები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. კლუბმა ერთადერთი შეთავაზება დავიდ ოკერეკეზე მიიღო".

ლუკა დამდეგი სეზონისთვის კრემონეზესთან ერთად შეკრებაზე ემზადება, 22 ივლისს კი, ამხანაგურ მატჩში გოლიც გაიტანა. მომდევნო დღეებში ალბათ, სიტუაცია უფრო რეალური გახდება.

შეგახსენებთ, რომ კრემონეზემ ლუკა ლოჩოშვილი შარშან ავსტრიული ვოლფსბერგერიდან შეიძინა. მან სერია A-ში 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი, 2 საგოლე პასი), მაგრამ კლუბი დაქვეითდა და მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები