Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა
  • ბუდაპეშტის მასტერსზე 17 ქართველი ძიუდოისტია დარეგისტრირებული

უნგრეთის დედაქალაქში ბუდაპეშტის მასტერსი 4 აგვისტოს დაიწყება და 6 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, ტურნირზე 59 ქვეყნის 425 ძიუდოისტია დარეგისტრირებული, რომელთა შორის 17 ქართველია. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა.

ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე (სამივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური (ორივე 90 კგ), ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე (სამივე -100 კგ), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი (სამივე +100კგ).

რაც შეეხება ქალებს, ბუდაპეშტში ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და სოფლიო სომხიშვილი (+78 კგ) გაემგზავრებიან.

ბუდაპეშტის მასტერსზე 17 ქართველია დარეგისტრირებული

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბუდაპეშტის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა - ლუხუმ ჩხვიმიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლი მოიგეს, ხოლო თემურ ნოზაძემ და ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები