Thumbnail

1-ელ აგვისტოს საქართველოს ეროვნული გუნდი კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მზადების ეგიდით, მეორე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ამჯერად, ილიას ზუროსი და კომპანია კომბინაციებს აღარ უმალავს მეტოქე გუნდებს და კაუნასში ლიეტუვასთან მატჩს ქართველი გულშემატკივარიც იხილავს. 

მატჩამდე ლიეტუველთა თავკაცმა კაზის მაკსვიტისმა ბევრი ისაუბრა იმაზე, რაოდენ აუცილებელია, რაც შეიძლება მალე ჩაერთონ რიტმში ნაკრების საუკეთესო მოთამაშეები. ასე რომ, ლიეტუვა ჩვენთან უძლიერეს შემადგენლობას დააყენებს. 

კაზის მაკსვიტისი (ლიეტუვის ნაკრების მწვრთნელი): "შემადგენლობის მიხედვით საქართველოს ნაკრები ძლიერი ეროვნული გუნდი უნდა იყოს, მძლავრი წინა ხაზით. გოგა ბითაძეც აქ არის და თორნიკე შენგელიაც. მათ ყავთ ნატურალიზებული ამერიკელიც. კარგი ოპონენტი იქნება, ჩვენი სიძლიერის დასატესტად. იმედი მაქვს, კაუნასი დარბაზს გაავსებს და ეროვნულ გუნდს მხარს დაუჭერს". 

საქართველოს ნაკრებმა კაუნასში ივარჯიშა

მაკსვიტისმა კი გამოარჩია, მაგრამ გოგა ბითაძემ შესაძლოა, მცირე ტრავმის გამო, რომელიც ეგვიპტესთან დახურულ მატჩში მიიღო, კაუნასში ვერ ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ ზუროსმა ეგვიპტესთან წაგების შემდეგ გუნდი კიდევ უფრო გაცხრილა, ნაკრები სამმა მოთამაშემ დატოვა

მსოფლიოს 2023 წლის ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება, მასპინძლები კი ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია იქნებიან. ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ.

F ჯგუფში ქართველი კალათბურთელების მეტოქეები სლოვენია, ვენესუელა და კაბო-ვერდე იქნებიან. მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში Okinawa Arena-ზე (ტევადობა 10 ათასი) ჩატარდება და ქართველი კალათბურთელები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ორ საუკეთესო ნაკრებს შორის უნდა მოხვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თამაშს მეჩვიდმეტე-ოცდამეთორეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები