Thumbnail

საფეხბურთო სიმულატორის მოყვარულები EA SPORTS FC-ის გამოსვლის მოლოდინში არიან. რამდენიმე საათის წინ კომპნიამ ახალი თრეილერი გაავრცელა, რომელიც თამაშის კარიერულ რეჟიმზეა ფოკუსირებული. 

EA Sports-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ლივერპულის, ნიუკასლის, ტოტენჰემის, პსჟ-სა და ლევერკუზენის შემადგენლობა ჩანს, მართალია, ამ გუნდების მოთამაშეების სრული ჩამონათვალი არ ვიცით, თუმცა თრეილერის მიხედვით მათი გამოვლენა შეგვიძლია. 

თამაშის ახალ თრეილერში მაღალრეიტინგიანი ფეხბურთელები გამოვარჩიეთ:

დიოგო ჟოტა - 84
ფლორიან ვირტცი - 85
კირან ტრიპიე - 85
ჰეუნ-მინ სონი - 86
ენდრიუ რობერტსონი - 86
მარკო ვერატი - 86
მარკინიოსი - 87
ჯანლუიჯი დონარუმა - 87
ვირჯილ ვან დაიკი - 88
ალისონ ბეკერი - 89
ნეიმარი - 89
კილიან მბაპე - 91

ლივერპულის არასრული შემადგენლობა 

შეგახსენებთ, EA SPORTS FC 29 სექტემბერს გამოვა და იგი EA-სა და ფიფას 30-წლიან თანამშრომლობას დაასრულებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები