Thumbnail

'არ ვიცი როდის ვითამაშებ' - ნეიმარი თავის სიტუაციაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნეიმარს 19 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია
  • პსჟ-ს ლიდერი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ არ იცის, როდის ითამაშებს

პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი ნეიმარი ფრანგული კლუბის პრესეზონზე მოედანზე არ გამოჩენილა. ლუის ენრიკეს გუნდმა ალ-ნასრთან, სერეზოსთან და ინტერთან ბრაზილიელის გარეშე ითამაშა.

ნეიმარმა ფრანგულ პრესასთან მოკლე კომენტარი გააკეთა, რამაც ბევრს ეჭვები გაუჩინა: ფეხბურთელმა არ იცის, როდის ითამაშებს: "თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცი, როდის დავუბრუნდები თამაშს", - თქვა ნეიმარმა ინტერთან შეხვედრის შემდეგ "ეკიპთან".

ნეიმარმა ბოლოს 19 თებერვალს ითამაშა, ლილის წინააღმდეგ. იმ თამაშის 51-ე წუთზე მან მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონიც მაშინ დაასრულა. თუმცა, საინტერესო ისაა, რომ სამხრეთამერიკელს თამაში ჯერ კიდევ არ დაუწყია, არადა, ახალი სეზონის სტარტი კარსაა მომდგარი.

კომენტარები

ბოლო ამბები