- ახალგაზრდა ქართველი ძალოსნების მორიგი წარმატება ბუქარესტში
- 109 კგ.-ში ზაზა ლომთაძემ 2 ოქრო მოიპოვა, აკაკი ტალახაძემ - ბრინჯაო
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U20 და U23) ქართველი სპორტსმენები წარმატებით გამოდიან. 23-წლამდელთა შორის 109 კგ-მდე წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა ძალოსანმა იასპარეზა - ზაზა ლომთაძემ და აკაკი ტალახაძემ. ლომთაძე ევროპის ჩემპიონობი გახდა, ტალახაძე - პრიზიორი.
ლომთაძემ ატაცში თავი 161 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილს დასჯერდა, აკვრაში კი 200 / 207 / 210 კგ, დაძლია და მცირე ოქროს მედალს დაუეფლა. ქართელი ძალოსანი საუკეთესო იყო ორჭიდშიც, სადაც 371 კგ-ით კონტინენტის ჩემპიონი გახდა.
აკაკი ტალახაძემ ატაცში 154 / 158 / 162 კგ. დაძლია და მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აკვრაში კი ძალოსანმა საწყისი წონა ვერ დაძლია.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების ანგარიშზე ბუქარესტში მოპოვებული ორი ოქროს მედალია. შეგახსენებთ, რომ მანამდე კონტინენტის ჩემპიონი გურამ გიორბელიძე (67 კგ.) გახდა. ვერცხლის მედალი მოიპოვა კახი ასანიძემ (73 კგ.), ბრინჯაოს მედლები კი არჩილ მალაყმაძემ (73 კგ.) და ბაჩუკი შამილიშვილმა (55 კგ.) დაისაკუთრეს.
კომენტარები