Thumbnail
  • ავსტრალიური გამოცემა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე "ვოლაბებს" აფრთხილებს
  • The Roar ბორჯღალოსნების გეგმაზე წერს და C ჯგუფს "სიკდვდილის ჯგუფს" უწოდებს

ავსტრალიური გამოცემა The Roar მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფზე წერს, რომელშიც "ვოლაბები" უელსთან, ფიჯისთან, საქართველოსთან და პორტუგალიასთან ერთად არიან.

ავტორი ამ ჯგუფს "სიკვდილის ჯგუფს" უწოდებს, რადგან მისი აზრით, ოთხი გუნდიდან ნებისმიერი ორი შეიძლება გავიდეს შემდეგ ეტაპზე. ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკურიცაა, რადგან მსოფლიო რაგბის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ავსტრალია, უელსი, ფიჯი და საქართველო ერთმანეთის მიყოლებით, შესაბამისად, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 ადგილებზე არიან. 

"ჩვეულებრივ, უნდა ველოდოთ, რომ ავსტრალიამ უნდა ინვერვიულოს ფიჯის დამარცხებაზე, რის შემდეგაც ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილზე გავლენ, მაგრამ საქართველო მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. გასულ წელს უელსი ისეთ მატჩში დაამარცხეს, რომელმაც მათთვის ნათელი გეგმა შექმნა. 40 მეტრის შიგნიდან ისინი ყველაფერს კარისკენ დაარტყამენ. უელსთან ისინი იშვითად იყვნენ მეტოქის 22-ში, მაგრამ შორიდან მაინც ახერხებდნენ ქულების მოპოვებას.

ლუკა მატკავას გადამწყვეტი ჯარიმა უელსთან

მათი უკანა ხაზი უმჯობესდება, თუმცა ძლიერები ჯერ არ არიან. ყველაზე მეტად ისინი ფიზიკური თვალსაზრისით განვითარდნენ. საქართველომ უელსის წინააღმდეგ 120 ბოჭვა განახორციელა და მხოლოდ 10 გაუცუდდათ. ჩვეულებრივ, უნდა ელოდო, რომ ისინი ბოლო 20 წუთში გაქრებიან, მაგრამ მეორე ტაიმის მესამე და მეოთხე მეოთხედებში უელსის წინააღმდეგ უკეთესები იყვნენ. ავსტრალია საუკეთესო ფორმაში უნდა იყოს, რომ საქართველო დაამარცხოს", - წერს The Roar.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 8 სექტემბერს დაიწყება და 28 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველო კი ამ თვეში მოსამზადებელ ეტაპზე 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - ლევან მაისაშვილის გუნდი 12 და 19 აგვისტოს, თბილისში, შესაბამისად, რუმინეთს და აშშ-ს დაუპირისპირდება, ხოლო 26-ში, ედინბურგში – შოტლანდიას შეხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები