Thumbnail

GAMING | EA SPORTS FC 24-ის მობილური ვერსიის ტესტირება დაიწყო

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი

EA SPORTS FC 24 კონსოლისა და კომპიუტერის გარდა მობილურ პლატფორმებზეც იქნება ხელმისაწვდომი. საფეხბურთო სიმულატორის მწარმოებელმა კომპანიამ ბეტა ტესტირების ფაზა შემდეგ ქვეყნებში დაიწყო: კანადა, მალაიზია, ავსტრალია და რუმინეთი. 

EA SPORTS FC-ის ახალი თამაშის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. კომპანია გულშემატკივრებს სიახლეებს პერიოდულად უზიარებს, მათი განცხადებით, დეველოპერები თამაშის სრულყოფაზე აქტიურად მუშაობენ. მობილური ვერსიის ტესტირება კი შერჩეულ ქვეყნებში აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. 

შეგახსენებთ, ყველაზე პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის (FIFA) ახალი სერია 29 სექტემბერს გამოვა - შეცვლილი სახელითა და რეჟიმებით, შესაბამისად, EA-სა და ფიფას 30-წლიანი ურთიერთობა სრულდება. EA SPORTS FC შემდეგ პლატფორებზე იქნება ხელმისაწვდომი: Nintendo Switch, PlayStation 4, PlayStation 5, Windows, Xbox One, Xbox Series X/S, Android, iOS და iPad. თამაშის საშუალო ღირებულება დაახლოებით 70 დოლარი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები