Thumbnail
  • იტალიის სერია A-ს ვებგვერდმა გიორგი კვერნაძის შესახებ დაწერა
  • კვარაცხელიას შემდეგ იტალიელები კიდევ ერთი ქართველის გაბრწყინებას ელიან

სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გიორგი კვერნაძის შესახებ მცირე ჩანახატი გამოაქვეყნა სათაურით: "კვერნაძე - კვარას კვალდაკვალ". აი, რას წერს იტალიის ჩემპიონატის საიტი წერს ფროზინონეს ახალწვეულის შესახებ:

"ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში მისვლიდან 12 თვეში იტალიაში რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ჩამოვიდა - უკეთ გავიცნოთ ფროზინონეს ახალწვეული გიორგი კვერნაძე.

ზუსტად 12 თვის წინ, სერია
ხვიჩა კვარაცხელიას გასაოცარი ნიჭის გასაცნობად ემზადებოდა. 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, კვარა კლასს, ნიჭს, გოლებს და საგოლე პასებს მსოფლიოს აჩვენებდა. ქართველმა ფენომენმა ვიქტორ ოსიმენთან და თანაგუნდელებთან ერთად ნაპოლის 33 წლის შემდეგ "სკუდეტო" მოაპოვებინა.

1 წლის შემდეგ, იტალიაში მისი თანამემამულეც ჩამოვიდა, დანიშნულების ადგილი ფროზინონეა. გიორგი კვერნაძე, 20 წლის შემტევია, რომელსაც აქვს ნიჭი და გამოირჩევა სისწრაფით. ძირითადად, მარცხენა გარემარბის ფუნქციას ასრულებს.

გიორგი საბურთალოს აკადემიაში გაიზარდა, ასევე იყო იჯარით თელავში. სამტრედიაში დაბადებულმა ტალანტმა კარიერა შემდეგ დინამო ბათუმში გააგრძელა. ეს იგივე გუნდია, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობდა. იტალიაში ორივე მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც ერთი და იმავე გუნდის მაისური ეცვათ.

კვარაცხელიასთან შედარებით, კვერნაძეს ჯერ კიდევ არ ჰქონია დებიუტი ეროვნულ ნაკრებში. ეუსებიო დი ფრანჩესკო და ფროზინონე მოუთმენლად ელიან მოედანზე კვერნაძის ხილვას, რომელიც სერია
A-ში იმ სურვილით ჩამოვიდა, რომ პირველივე სეზონში თავისი თანამემამულის მსგავსად გაიბრწყინოს".

კვერნაძე (N20) იტალიაში ყურადღების ცენტრშია

შეგახსენებთ, რომ ფროზინონემ გიორგი კვერნაძე 1-წლიანი იჯარით დაიმატა. მან პრესეზონზე ორი მატჩი უკვე ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. ფროზინონე, რომელიც სერია A-ში ისტორიაში მესამე სეზონს გაატარებს, პირველ ტურში 19 აგვისტოს ნაპოლის უმასპინძლებს. ასე რომ, სეზონი გიორგის და ხვიჩას დაპირისპირებით გაიხსნება.

კომენტარები

ბოლო ამბები