Thumbnail

მოგება დაძაბულ ბრძოლაში - კალაშნიკოვა პრაღის ტურნირის ნახევარფინალშია

ალექსანდრე ჯავახიშვილი პროფილის ფოტო
ალექსანდრე ჯავახიშვილი
  • კალაშნიკოვა/ჰიბინო 6:4, 3:6, 10:7 გამიზი/უოტსონი
  • ქართველი და იაპონელი ჩოგბურთელები ნახევარფინალში მასპინძლებს შეხვდებიან

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ოქსანა კალაშნიკოვა, თავის მეწყვილესთან, იაპონელ იაპონელ ნაო ჰიბინოსთან ერთად, ნახევარფინალში გავიდა.

32 წლის ქართველი ჩოგბურთელი და ჰიბონო Livesport Prague Open-ის მეორე წრეში ვენესუელელ ანდრეა გამიზსა და ბრიტანელ ჰიზერ უოტსონს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, 3 სეტში (6:4, 3:6, 10:7) დაამარცხეს.

ოქსანა და ნაო ნახევარფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ქართულ-იაპონურმა წყვილმა ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ბარბარა პალიკოვასა და დომინიკა სალკოვას დუეტი უნდა დაამარცხოს.

შეგახსენებთ, რომ პრაღის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 259 303 დოლარია, გამარჯვებული წყვილის წევრები კი 280 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები